ფეხბურთი

23:50 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" "ბაიერნს" მიუახლოვდა

დორტმუნდის “ბორუსიამ” “ბაიერნის” წაფორხილებით მშვენივრად ისარგებლა და ქულათა სხვაობა ხუთამდე შეამცირა. ბრემენში ტომას ტუხელის გუნდს მარკო როისის ჩინებულმა გარჯამ მოაგებინა. გერმანიის ნაკრების შემტევმა “მუსიკოსთა” კარი ორჯერ აიღო, ერთიც ჰერიკ მხითარიანმა გაიტანა. “შახტარის” ექსფეხბურთელმა 44-ე წუთზე მაშინ იხეირა, როცა ტაბლოზე 1:1 ენთო და ამ გოლმა მასპინძლების დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა.

ტურის ცენტრალურ მატჩში “ვოლფსბურგმა” ლევერკუზენის “ბაიერი” ბოლოსკენ გატეხა და მესამე ადგილზე აინაცვლა. “მგლებმა” და “ფარმაცევტებმა” პირველ ტაიმში გოლები გაცვალეს. ჯერ ნიკლას ბენტნერმა გაიტანა, მერე ხავიერ ერნანდესმა გაათანაბრა. გადამწყვეტი სიტყვა კი იულიან დრაქსლერმა თამაშის დამთავრებამდე 13 წუთით ადრე თქვა. არადა, “შალკეს” ექსშემტევი მოედანზე 4 წუთის შესული იყო. სხვათა შორის, დიტერ ჰეკინგის გუნდმა მესამე ადგილი სწორედ “შალკეს” ჩამოართვა.

შესანიშნავად თამაშს აგრძელებს მეორე “ბორუსია”. გლადბახელები ბერლინში ჩავიდნენ და “ჰერტას” 4:1 გადაურბინეს. “გლადბახისთვის” ეს ბუნდესლიგაში ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა და უკვე ევროპის ზონაში შეაღწიეს. არადა, შუბერტის გუნდმა სეზონი საშინლად დაიწყო და პირველ ხუთ ტურში ქულაც არ ჰქონდა მოპოვებული. თუმცა, ეს ლუსიენ ფავრის დროს იყო...

გელზენკირხენის “შალკემ” შინ დებიუტანტ “ინგოლშტადტს” ვერ მოუგო. მეტიც, ხუმარები თამაშის მიწურულს სანეს გატანილი გოლით გადარჩნენ მარცხს, თორემ პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს – 1:1.

უგოლო დებიუტი გამოუვიდა “ჰოფენჰაიმის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰუუბ სტევენსს. “სოფლელები” გასვლაზე “კიოლნს” დაუზავდნენ.

ასევე ფრედ დასრულდა, თუმცა გაცილებით შედეგიანად და დრამატულად წარიმართა “აუგსბურგისა” და “მაინცის” დაპირისპირება. თავიდან სტუმრები იგებდნენ ორბურთიანი სხვაობით, მერე მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი შეაგდეს, მაგრამ მსაჯის კომპესირებულ დროში “აუგსბურგს” მოუგებელი სერიის შეწყვეტა მუტომ არ დააცადა და ანგარიში გაათანაბრა.

“აუგსბურგი” – “მაინცი” 3:3 (1:2)

აუგსბურგი, WWK არენა

მაყურებელი: 27 2000

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, ჰონგი (კლასენ-ბრაკერი 76), კლავენი, ფუელნერი; ბაიერი (კორი 64), ჯა-ჩოელი; ბობადილია, დონგ-ვონი (ეშვეინი 73), საიუბი; მატავცი

მწვრთნელი: ვეინზიერლი

“მაინცი” (4-4-2): კარიუსი; ბალოგუნი (ბროსინსკი 60), ბუნგერტი, ბელი, ბენგ1სტონი; დე ბლასისი, ხარა (ნიედერლეჩნერი 85), ლატცა, სამპეირო (სერდარი 85); მუტო, მალი

მწვრთნელი: შმიდი

გოლები: 0:1 მუტო (18), 0:2 მუტო (30), 1:2 ვერჰაეგი (41, პენ), 2:2 ჯა-ჩოელი (50), 3:2 ბობადილია (81), 3:3 მუტო (90)

გაფრთხილება: დონგ-ვონი (62), ჯა ჩოელი (63), კორი (69) - დე ბლასისი (41), ხარა (44), ლატცა (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 27 (10) – 10 (6) ბურთის ფლობა: 59%41% კუთხურები: 11:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ფრიტცი

“ჰერტა” – “გლადბახი” 1:4 (0:2)

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

მაყურებელი: 58 566

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდი; დარიდა, სკიელბერგი; ჰარაგუჩი, სიგერსი (რონი 62), სტოკერი (რეგასელი 78); კალუ (ბაუმიოჰანი 46)

მწვრთნელი: დარდაი

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ნორდვეიტი, კრისტიანსენი, დომინგესი, ვენდტი; ტრაორე, დაჰუდი (შულცი 71), ქსაკა, იონსონი; სტინდლი (ჰრგოტა 90), რაფაელი (აზარი 74)

მწვრთნელი: შუბერტი

გოლები: 0:1 ვენდტი (26), 0:2 რაფაელი (28), 0:3 ქსაკა (54, პენ), 1:3 ბაუმიოჰანი (82, პენ), 1:4 ნორდვეიტი (90)

გაფრთხილება: ლანგკამპი (54), სტოკერი (77) – იონსონი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 11 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: სიპელი

“კიოლნი” – “ჰოფენჰაიმი” 0:0 (0:0)

კიოლნი, “რეინენერჯშტადიონი”

მაყურებელი: 48 000

“კიოლნი” (4-4-2): ჰორნი; რისე, სორენსენი (მაროჰი 46), ჰეინტცი, ჰექტორი; ოსაკო, ლემანი, ვოგტი, ნაგასავა (ბიტენკურტი 46); ჰოისნერი, მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

“ჰოფენჰაიმი” (4-4-2): ბაუმანი; კადერაბეკი (ტოლიანი 60), სტრობლი, სულე, კიმი; რუდი, შვეგლერი, პოლანსკი, შმიდი; უტი (კურანი 74), ვარგასი (ამირი 90)

მწვრთნელი: სტევენსი

გაფრთხილება: ოსაკო (66), მაროჰი (74) - შვეგლერი (30)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 10 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მეიერი

“შალკე” – “ინგოლშტადტი” 1:1 (0:1)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 60 144

“შალკე” (4-4-2): ფარმანი; კაისარა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო; სანე, გორეტცკა, კოლასინაჩი, მეიერი; ჰუნტელაარი, დი სანტო

მწვრთნელი: ბრეინერეიტერი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ჰუბნერი, სუტნერი; კრისტიანსენი, ბრეგერიე, გროსი; კაჩუნგა (ჰინტერსეერი 56), ჰარტმანი (ბაუერი 73), ლეჩკიე (მორალესი 79)

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

გოლები: 0:1 ლეველსი (39), 1:1 სანე (77)

გაფრთხილება: ჰიოვედესი (61) – გროსი (61), ჰინტერსერი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (3) – 7 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მეიერი

“ვერდერი” – “დორტმუნდი” 1:3 (1:2)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 42 100

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტერგაარდი, სტერნბერგი; ბარგფრედე; ბარტლესი (პიზარო 83), ფრიტცი (ფროდე 82), იუნუზოვიჩი, გრილიტში (ლორენტცენი 77); უჯა

მწვრთნელი: სკრიპნიკი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი (პიშჩეკი 85), სოკრატისი, ჰუმელსი, პარკი (შმელცერი 76); გუნდოგანი, ვეიგლი; მხითარიანი, კაგავა, როისი (კასტრო 77); აუბემიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

გოლები: 0:1 როისი (9), 1:1 უჯა (32), 1:2 მხითარიანი (44), 1:3 როისი (72)

გაფრთხილება: სტერნბერგი (55), ფრიტცი (60), გალვეცი (64)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 11 (6) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 1:9 თამაშგარე: 2:7

მსაჯი: ველცი

“ვოლფსბურგი” – “ლევერკუზენი” 2:1 (1:1)

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 28 766

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; იუნგი, ნალდო, კლოზე, როდრიგესი; არნოლდი (დრაქსლერი 73), ლუის გუსტავო; ვიეირინია (გუილავოჯი 61), შურლე, კალიჯური; ბენტნერი (დოსტი 74)

მწვრთნელი: ჰეკინგი

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; დონატი, ტაჰი, პაპადოპულოსი (ტოპრაკი 72), ვენდელი; კრამერი, კამპლი; ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 72), მეჰმედი; ჩიჩარიტო (კისლინგი 81)

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 1:0 ბენტნერი (34), 1:1 ჩიჩარიტო (40), 2:1 დრაქსლერი (77)

გაფრთხილება: პაპადოპულოსი (17), ვენდელი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 15 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: გრაფე

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.175332