ფეხბურთი

20:00 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილი მოედანს "ზენიტთან" მშრალად დაუბრუნდა (+VIDEO)

ექვსთამაშიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ნუკრი რევიშვილი. საქართველოს ნაკრების 28 წლის მეკარემ გასვლაზე სანქტ-პეტერბურგის “ზენიტთან” შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და კარი მშრალად შეინახა (0:0) (VIDEO). მან აღნიშნულ შეხვედრაში 5 სეივი შეასრულა, ხოლო მსაჯის დამატებულ მე-5 წუთზე დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმართა შორის განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა მცველი მამუკა კობახიძე. ქართველების “მორდოვიამ” კი ამ ფრის შემდეგ 9 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

დონეცკის “ოლიმპიკის” რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს უკრაინის მოქალაქეებმა მეკარე ზაურ მახარაძემ და მარჯვენა მცველმა თემურ ფარცვანიამ. მახარაძე დონეცკელთა კაპიტანია, ხოლო ფარცვანიას საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გააჩნია და უკვე მიდის საუბარი ნაკრებში გამოძახებაზე. 24 წლის მცველმა 34-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ოლიმპიკი” კი შინ “დნიპროს” დაუზავდა (1:1) და 12 თამაშში 11 ქულით მეცხრე ადგილი უკავია.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-11 ტურში ბაქოს “ინტერი” შინ “ზირასთან” დაზავდა – 0:0. ზაურ სვანაძემ ვეტერან მცველ ლაშა სალუქვაძესა და ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირს 90-90 წუთი დაუთმო. “ინტერი” 19 ქულით მესამეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068676