ფეხბურთი

20:00 | 30.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ტორესის სასურველი გუნდი

მსოფლიო და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ტორესმა საუკეთესო 5-კაციანი გუნდი დაასახელა. ესენი არიან: პიტერ ჩეხი, სერხიო რამოსი, სტივენ ჯერარდი, ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილია.

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა უეფასთან საუბარში მისთვის სასურველი ფეხბურთელები შემდეგნაირად დაახასიათა: “ჩეხმა მეკარემ მაჩვენა თუ როგორ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მოგება. დაცვაში სერხიო რამოსს მისი მეგობრული და კარგი ხასიათის გამო დავაყენებდი. შემდეგ, რა თქმა უნდა, ჯერარდი –საუკეთესო თანაგუნდელი, ვისთანაც მითამაშია – და ინიესტა, ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე ესპანეთის ისტორიაში. თავდასხმაში კი ვილიას განვათავსებდი, ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის შენ გვერდითაა, როცა მისი დახმარება გჭირდება.”

ტორესმა ჩეხთან ერთად 2012 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ანდრეს ინიესტასთან, სერხიო რამოსთან და დავიდ ვილიასთან ერთად ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. “ლივერპულში” ოთხი სეზონი გამოდიოდა, თუმცა სტივენ ჯერარდთან ერთად ვერცერთ ტიტულს შეწვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110252