ჭადრაკი

13:19 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა!

საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკიში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნიკოლოზ კაჭარავამ მესამე გამარჯვება მოიპოვა. შედეგად, ქართველი მოჭადრაკე თავის ასაკობრივ კატეგორიაში ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა.

3 შესაძლებლობიდან 2.5 ქულა დააგროვეს და ლიდერთა შორის იმყოფებიან: გიორგი სიბაშვილი, ნოე თუთისანი, თეა ჭოლაძე და დიანა ლომაია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110739