თამაშგარე

10:37 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი და უჭკნობი იოლანდა

ჰოლანდიელი მობურთალის, ვესლი სნეიდერის მოდელი ცოლი, იოლანდა ვან კასბერგენი ქალთა იმ კოჰორტაში გადის, რომლებიც ათასგვარ ეპატაჟურ ხრიკებს ნამდვილად არ საჭიროებენ მზარდი პოპულარობის მოსაპოვებლად და იოლანდას წარმატებები ყოველგვარი ზედმეტი ტანკლი-ტუნკლების გარეშეც ადვილად დასანახია.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა ბულვარულმა ჟურნალმა იოლანდა ვან კასბერგენი ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელების ცოლთა შორის განგებამ უწყის უკვე მარამდენედ გამოარჩია და ამ მწყაზარ ქალს კიდევ ერთხელ მიენიჭა ტიტული, რომელიც მოწმობს იმას, რომ იოლანდა ფეხბურთელების ცოლთა შორის ყველაზე ლამაზი, მიმზიდველი და სექსუალურია.

რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სილამაზე ზედმეტი აღიარების გარეშეც სილამაზეა და აფიშირება შესაძლებელია სულაც არ სჭირდებოდეს ადვილად მისახვედრ ჭეშმარიტებებს, მაგრამ იოლანდა პირველ ყოვლისა ქალია და როგორც სხვებს, მასაც უხარია პირველობა. პირველობა პირველთა შორის!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096912