თამაშგარე

11:08 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

თავაშვებული ბიანკა

თავისი არაორდინალურობით ცნობილი ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელის, პოლ გასკოინის გერი, ბიანკა გასკოინი, რომელიც პოლის გვარს ატარებს, თამამ ფოტოგადაღებებს ბოლო დროს ნამეტნავად გაუშინაურდა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ბიანკამ ახალი წინადადებაც მიიღო და ეროტიკულ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

ბრიტანეთში ამბობენ, რომ პოლ გასკოინი დაჭკვიანდა და მხიარული და ექსტრაორდინალური ყმაწვილის ნაცვლად დღეს დინჯ, მრავლისმნახველ ბიძაკაცს ვნახავთ. თუმცა, გასკოინის მშფოთვარე ცხოვრებას მისი გერი აი ასეთი უცნაური გზით აგრძელებს.

ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ ბიანკა გასკოინი ეროტიკულ ფილმში თამაშისათვის საკმაოდ დიდ ჰონორარს, 1 მილიონ ინგლისურ ფუნტი სტერლინგს მიიღებს. ამას გარდა, მისი შემოსავალი ფილმის წარმატების შესაბამისად გაიზრდება, რაც ამ ახალგაზრდა ქალისათვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092024