ფეხბურთი

16:18 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ასტონ ვილამ” შერვუდი დაითხოვა

“ასტონ ვილამ” მთავარი მწვრთნელი ტიმ შერვუდი დაკავებული თანამდებობიდან რვა თვის შემდეგ გაანთავისუფლა. კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ხელმძღვანელობამ სპეციალისტი და მისი სამწვრთნელო შტაბი მიმდინარე სეზონში წარუმატებელი თამაში გამო დაითხოვა.

ბირმინგემული გუნდი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში 10 ტურის შემდეგ მე-19 ადგილზე 4 ქულით იმყოფება. გუნდს ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე 21-წლამდელთა თავკაცი კევინ მაკდონალდი გაწვრთნის.

შერვუდი “ასტონ ვილაში” 2015 წლის თებერვალში მივიდა. მას შემდეგ მისმა გუნდმა 28 მატჩი ჩაატარა, მოიგო 10, წააგო 16, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა. ტიმის შეგირდებმა 38 გოლი გაიტანეს, საპირისპიროდ კი 48 მიიღეს.

0.109756