ფეხბურთი

18:19 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ვარდის შეძენა სურს                  

მადრიდის “რეალს” ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლესტერის” თავდამსხმელის ჯემიე ვარდის გადაბირება სურს. ინფორმაციას fichajes.net-ი ავრცელებს.

რაფაელ ბენიტესს თავდასხმაში კონკურენციის გაძლიერება სურს და პრემიერლიგაში პროდუქტიულად მოთამაშე ვარდის დაადგა თვალი. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს თავის გამოჩენის საშუალება ორჯერ მისცა.

ვარდის სატრანსფერო ღირებულება სეზონის დაწყების შემდეგ 4.5-დან 6 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109178