როგორც ფილმ “შერეკილების” გმირმა ბიძია-ბაბუამ ვერაფრით დაივიწყა თავისი თამუნია, ისე ჩვენ ვერ ვივიწყებთ ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, ჯანლუკა ძამბროტას ძუძუდიად მეუღლეს, ვალენტინა ძამბროტას, რომელიც თავის დროზე მოდელიც იყო ტელეწამყვანიც და ახლა უკვე სიმშვდითა და სიწყნარით ტბება.
ვალენტინა ძამბროტას შესახებ ამბები მხოლოდ ჩვენ როდი გვაინტერესებს. აი მაგალითად, ამ მკერდდალოცვილ ქალბატონს ცოტა ხნის წინ აპენინელი “ყვითელი” მოკალმეები ეწვივნენ და მრავალ კითხვათა შორის ასევე ისიც კითხეს, მართალია თუ არა გავრცელებული ჭორი, რომ თითქოს ვალენტინა კვლავ აპირებს საზოგადოების წინაშე ტელეწამყვანის როლის მორგებას.
ჯანლუკა ძამბროტას მეუღლე როგორც ჩანს დიდი თვითშეფასებით გამოირჩევა და მან მხოლოდ ის თქვა, რომ ტელევიზიაში დაბრუნების დიდი სურვილი გააჩნია, თუმცა ახლა ტინგიცური შოუები აღარაა მისი საქმე და მხოლოდ მაშინ მიიღებს წინადადებას, თუკი სერიოზული გადაცემის წამყვანობას შესთავაზებენ. სერიოზული ეძახეთ თქვენ და...







