საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ანდორა ანგარიშით 3:1 დაამარცხა. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მოლდოვაში მიმდინარე ტურნირის მეორე შეხვედრაში ქართველთაგან გოლები ირაკლი თოდუამ და გიორგი ტიკურაშვილმა (დუბლი) გაიტანეს.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ქართველი ფუტსალისტები მასპინძლის წინააღმდეგ 25 ოქტომბერს გამართავენ. მანამდე კი მოლდოვა დღეს გიბრალტარს დაუპირისპირდება.
ანდორა – საქართველო 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 თოდუა (08:50), 0:2, 0:3 გიორგი ტიკინაშვილი (30:41, 33:52)







