თამაშგარე

11:29 | 22.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნერეიდა რონალდუს ვერ ივიწყებს

ესპანელი მოდელი ნერეიდა გალიარდო ფეხბურთის მოყვარულებს პირველ ყოვლისა იმით გაახსენდებათ, რომ ეს ქალი თავის დროზე მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელი შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორი იყო და მათი წყვილი მაშინ საკმაო სკანდალურობითაც გამოირჩეოდა.

ნერეიდასა და რონალდუს ურთიერთობებს სკანდალური შტრიხები დღემდე გასდევს თან რადგან ნერეიდა გალიარდო კრიშტიანუს არ ეშვება და როდესაც კი საამისო დროს ნახავს ხოლმე, ჟურნალისტებთან მუდამ რონალდუს მანკიერ მხარეებზე საუბრობს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გალიარდოს ნამეტანავდ ატკინა გული კრიშტიანუსთან განშორებამ.

ამასწინათ, ესპანელმა მოდელმა ირინა შეიკთან დაშორებაში დამნაშავედ მთლიანად “რეალის” ფეხბურთელი დაასახელა და განაცხადა, რომ რონალდუსთანა პრანჭია და საკუთარ თავზე შეყვარებული კაცი ირინასთანა ცეცხლოვანი ქალის ღირსი არ არისო. როგორც ძველები იტყოდნენ, “ვინ რისი ღირსია, ეგ გრამაფონშია”...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087304