იტალიური “რომას” ერთ-ერთ ლიდერს მირალემ პიანიჩს მიუნხენის “ბაიერნი” აკვირდება – იუწყება ცნობილი პორტალი Football Italia.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “რეკორდმაისტერის” სკაუტები “ლევერკუზენისა” და “რომას” დღეს გასამართ დაპირისპირებას პიანიჩის გამო დაესწრებიან.
25 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს (8 მატჩში 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა) და “ბაიერნის” გარდა, მის სახელს კიდევ რამდენიმე გრანდს უკავშირებენ.
ბოსნიელ ნახევარმცველს “მგლებთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და თრანსფერმარკტ–ის მონაცემებით 26 მილიონი ევრო ღირს.





