ფეხბურთი

13:42 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბოლონია” შესაძლოა პრანდელიმ ჩაიბაროს

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ, შესაძლოა კარიერა “ბოლონიაში” გააგრძელოს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გუნდის ამჟამინდელი თავკაცი დელიო როსი დაკავებული თანამდებობის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა, რადგან გუნდმა სერია ა-ს განვლილი 8 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და 3 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.

პრანდელის ბოლო კლუბი “გალათასარაი” იყო, რომელიც 2014 წლის ივლისში ჩაიბარა და ის ძალიან მალე, იმავე წლის ნოემბერში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11087