ფეხბურთი

21:36 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში გოლები გაჭირდა

მისთვის არადამახასიათებელი მწირშედეგიანობით გამოირჩა ბუნდესლიგის IX ტურის ბოლო სათამაშო დღე. “კიოლნი” – “ჰანოვერისა” და “შტუტგარტი” – “ინგოლშტადტის” თამაშების ბედი თითო გოლმა გადაწყვიტა.

ზედიზედ მოგებელი 7 თამაშის მერე, მიჯრით მეორედ მოიგო “ჰანოვერმა”, რომელმაც წინა ტურში “ვერდერის” ძლევის მერე, ამჯერად “კიოლნი” დაამარცხა, თანაც მისსავე მოედანზე. გადამწყვეტი გოლი ტაიმის მიწურულს დანიელმა ანდრეანსენმა გაიტანა. დარჩენილ დროში მასპინძელთა მცდელობას ანგარიში გათანაბრების შესახებ შედეგი არ გამოუღია.

სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულა მოიპოვა “შტუტგარტმა”. “შვაბებმა” შინ დებიუტანტ “ინგოლშტადს” აჯობეს დიდავი ერთი გოლის წაყობლით. არადა, მათთვის თამაში ცუდად დაიწყო, მაგრამ მეოთხე წუთზე სტუმრებმა პენალტი ვერ გაიტანეს და როგორც შემდოგმ გამოჩნდა, დაისაჯნენ კიდეც...

“კიოლნი” – “ჰანოვერი” 0:1 (0:1)

კიოლნი, “რაინენერჯშტადიონი”

მაყურებელი: 48 700

“კიოლნი” (4-4-2): ჰორნი; ოლკოვსკი (ზოლერი 58), სორენსნენი, ჰეინტცი, ჰექტორი; რისე, ლემანი, გერჰარდტი (ჯოჯიჩი 57), ბიტენკური; მოდესტე, ოსაკო (ჰოისნერი 75)

მწვრთნელი: შტოგერი

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; სორგი (საკაი 45), მარსელო, შულცი, ალბორნოზი; შმიდებახი, სანე; ანდრეასენი, კიოტაკე, კარამანი (კლაუსი 17); სობიეხი (ფელიპე 84)

მწვრთნელი: ფრონტცეკი

გოლი: 0:1 ანდრეანსენი (38)

გაფრთხილება: სორენსენი (21), ოსაკო (49), რისე (81) – შმიდებახი (23), სანე (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 8 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 12:3 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: დანკერტი

“შტუტგარტი” – “ინგოლშტადტი” 1:0 (0:0)

შტუტგარტი, “მერსედესბენც არენა”

მაყურებელი: 45 700

“შტუტგარტი” (4-4-2): ტიტონი; კლეინი, სუნიჩი, ბაუნგარტი, ინსუა; ჰარნიკი (კლემენტი 85), დიე, რუპი, მაქსიმი (ჰეისე 72); ვერნერი, დიდავი (შვააბი 88)

მწვრთნელი: ზორნიგერი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ჰუბნერი, სუტნერი; გროსი, ბრეგარიე, მორალესი (კრისტიანენი 77); ლექსი (ჰარტმანი 46), ჰინტერსეერი (კაჩუნგა 72), ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

გოლი: 1:0 დიდავი (59)

გამოუყენებელი პენალტი: ლეჩკიე (4)

გაფრთხილება: ჰარნიკი (4), დიე (12, 86), მაქსიმი (67), სუნიჩი (89) – ბრეგერიე (90)

გაძევება: დიე (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 11 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 5:4

მსაჯი: ვინკმანი

თეგებიბუნდესლიგა
0.138011