ჩოგბურთი

15:19 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის ტრიუმფი შანხაიში

შანხაის მასტერსის ტურნირი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. ნოლემ ფინალში ჟო-ვილფრედ ცონგა 6:2, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა 2 ეისი ჩააწოდა და 4 ბრეიკი შეასრულა, ცონგამ 5 ეისი ჩააწოდა და 1 ბრეიკი გააკეთა. შეხვედრაში 110 ქულა გათამაშდა, საიდანაც ნოლემ 68 გათამაშება მოიგო, ცონგამ – 42.

ნოლემ შანხაის მასტერსი კარიერაში მესამეჯერ მოიგო. (2012, 2013, 2015). ბალკანელმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 56-ე ტიტული მოიპოვა.

სერბმა შანხაის მასტერსზე გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 798 540 ამერიკული დოლარი დაიმსახურა. ცონგამ კი ფინალში გასვლით 600 სარეიტინგო ქულა და 391 540 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

ჯოკოვიჩმა ზედიზედ მე-18 თამაში მოიგო, ნოლემ ბოლოს აგვისტოს თვეში, ცინცინათის ფინალში როჯერ ფედერერთან წააგო. მას შემდეგ სერბმა ამერიკის ღია პირველობა, ChinaOpen-ი და შანხაის ტურნირები ტრიუმფით დაასრულა.

0.117439