თამაშგარე

11:08 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ები კლენსიმ ბრიტანელებს გემოვნება დაუწუნა

კარგა ხანია არაფერი დაგვიწერია აყლაყუდა ინგლისელი შემტყევის, პიტერ კრაუჩის ეპატაჟურ ცოლზე, აბიგაილ, იგივე ები კლენსიზე. მაგრამ ჩვენი მხრიდან ების ასეთი ”მიყურისძირება” სულაც არაა ამ ტექსტის ავტორის ბრალი, რადგან კარგა ხნის მანძილზე ბულვარულ მედიას თავად ები ემალებოდა და ჩვენ აბა რას გავხდებოდით როდესაც ასეთი მწყაზარი ქალი თავად არ გამოდის კონტაქტზე?

გამოხდა ხანი და პიტერის ცოლმა მაინც ვერ მოითმინა, ერთ-ერთ ნაკლებად ცნობილ მოდელიორ მეგობარს ახალი ტანსაცმლის კოლექციის პრეზენტაცია-ჩვენებაზე გაჰყვა და იქ ისეთი განცხადებებუი აკეთა, “სიყვარული ყველას უნდას” მკერავ მაყვალას რომ მოესმინა, ერთი წუთიც კი არ იქნებოდა ცოცხალი.

ები კლენსის აზრით, ბრიტანეთში მოდა მხოლოდ ინერციით ვითარდება და რომ არა დიდი პარიზული და ზოგადად დასავლეთ ევროპული მოდის ტენდენციების კუნძულზე სწრაფი გადმოტანის ტრადიცია, ინგლისი დღეს ზუსტად ისევე იქნებოდა შემოსილი, როგორც ერთი საუკუნის წინ. ამაყ ინგლისელებს ამას რომ ეტყვი, ხომ წარმოგიდგენიათ ასეთ სიტყვებს რა ამბებიც მოჰყვება...

0.099904