ფეხბურთი

0:37 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" მაინცში გაცოცხლდა

დორტმუნდის “ბორუსიამ” “კოფეის არენაზე” “მაინცს” კლასით აჯობა. “ყვითლები” მატჩის დაწყებიდან ბოლომდე დამაჯერებლად მოქმედებდნენ და თითო ტაიმში გატანილი თითო გოლი 3 ქულითვის ეყოთ. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა მცველმა არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რასაც უმალვე სტუმართა კონტრშეტევა მოჰყვა და პიერ ობამეიანგის გადაცემის შემდეგ მარკო როისმა ის შეძლო, რაც საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაში არ გამოუვიდა - 0:1.

იმავე როისს მეორე ტაიმის სტარტზე დუბლის შესრულების ჩინებული შანსი მიეცა, მაგრამ 11მეტრიდან ცუდად დაარტყა. სამაგიეროდ, გენრიხ მხითარიანმა თამაშის მიწურლს გაზარდა სხვაობა, ასესტენტის როლში კი კვლავაც გაბონელი თავდამსხმელი მოგველინა. ასე და ამრიგად, ტომას ტუხელმა თავის ყოფილ სახლში გაიმარჯვა და “ბორუსიამ” სამი მოუგებელი თამაშის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა. “მაინცმა” კი ტრადიცია ისევ არ დაარღვია: ამ გუნდს ფრედ ჯერ კიდევ არ უთამაშია...

“მაინცი” – “დორტმუნდი” 0:2 (0:1) VIDEO

მაინცი, კოფეის არენა”

მაყურებელი: 34 000

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგსტონი; ბაუმგარტლინგერი, ლაცა (სედარი 85); იაირო (კლემენტი 70), მალი, დე ბლასისი; მუტო (ნიდერლეჩერი 83)

მწვრთნელი: შმიდტი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი, სოკრატისი, ჰუმელსი, პარკი; გუნდოგანი, ვეიგლი; მხითარიანი, კაგავა (კასტრო 83), როისი (ბენდერი 78); ობამეიანგი (რამოსი 89)

მწვრთნელი: ტუხელი

გოლები: 0:1 როისი(18), 0:2 მხითარიანი (82)

გამოუყენებელი პენალტი: როისი (47)

გაფრთხილება: იაირო (60), ბროსინსკი (68) - მხითარიანი (10)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 16 (6) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ტობიას სტიელერი

0.114823