ფეხბურთი

12:11 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხესეს მსურველთა რიგი დაუდგა

“ნაპოლის”, “ინტერისა” და “ასტონ ვილას” შემდეგ მადრიდის “რეალის” 22 წლის ფეხბურთელის ხესეს იჯარით აყვანის სურვილი ლონდონის “არსენალმაც” გამოთქვა. Sky Sports-ის ცნობით “მეთოფეთა” ფრანგი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მზადაა, ხესეს “რეალთან” შედარებით გაცილებით მეტი სათამაშო დრო დაუთმოს.

გასულ სეზონში ხესემ მძიმე ტრავმა მიიღო და ბევრი მატჩიც ამ მიზეზით გამოტოვა, მიმდინარე სეზონში კი სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად აქვს – ხესემ მხოლოდ 132 წუთი გაატარა მინდორზე “რეალის” მაისურათი ასპარეზობისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124324