ფეხბურთი

10:53 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურის ცენტრი ქუთაისშია

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მერვე ტურში მთავარი მატჩი ქუთაისში გაიმართება: შაბათს 15:00 საათზე მასპინძელი “ტორპედო” თბილისის “დინამოს” დაუხვდება. ქუთათურებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ ალექსანდრ შტელინის სახით, რომელიც 12-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა “ტორპედოში”.

შტელინს მიზნად დაუსახეს, რომ ქუთაისური კლუბი ცხრილის ზედა ნახევარში აიყვანოს. სეზონის წინ “ტორპედოსგან” გაცილებით კარგ სტარტს ელოდნენ, მეთერთმეტე ადგილი ასეთი შემადგენლობისთვის ცოტა შეუფერებელია.

აი, “დინამო” კი ლიდერია და 21 შესაძლებელი ქულიდან 18 აიღეს. ისინი 10 ქულით და 10 საფეხურით უსწრებენ ქუთათურებს. ერთს ვისურვებდით, რომ კარგი თამაში იყოს და წმინდა საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდეს, არ მოხდეს რაიმე ექსცესები გულშემატკივართა შორის. ტურის კი არა, შეიძლება ითქვას, წრის ცენტრალური თამაშია.

ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში გუნდები 59-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან 30 თბილისელებმა მოიგეს, 15 ქუთაისელებმა, ხოლო 14 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 104:58 დინამოელთა სასარგებლოდ. საბჭოთის უმაღლეს ლიგაში 26 შეხვედრიდან 13 “დინამომ” მოიგო, 4 “ტორპედომ”, ხოლო 9-ჯერ ქულები გაიყვეს გუნდებმა. ბურთების შეფარდება 38:21 თბილისელთა უპირატესობით.

ბოლოს ეს გუნდები გასულ სეზონში, 2 მაისს თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს და დინამოელებმა 3:2 მოიგეს.

ტური პარასკევს დაიწყება, როცა “საბურთალო” “საპოვნელას” უმასპინძლებს. შეხვედრა არა “ბენდელაზე”, არამედ “მიხეილ მესხზე” გაიმართება. ამის მიზეზი ისაა, რომ 21 ოქტომბერს საბურთალოელები დანიური “მიდტიულანდის” 19-წლამდელებთან გამართავენ უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მატჩს. პირველი დანიაში 1:3 აქვთ წაგებული. დანიელებთან “მიხეილ მესხზეა” დანიშნული შეხვედრა და შეჩვევის მიზნით, “საპოვნელას” სწორედ ვაკეში ეთამაშებიან.

ტურის სხვა მატჩებიდან ზოგიერთი ისეთია, ექვსქულიანი რომ ეთქმის: მაგალითად, ფოთის “კოლხეთი” – თბილისის “ლოკომოტივი”, ან “ცხინვალი” – “ჩიხურა”. საინტერესო მატჩი იქნება ქობულეთშიც, სადაც ბათუმის ‘დინამო” “სამტრედიას” შეხვდება. ბათუმელებმა ამჯერად თუ ვერ მოიგეს, შემდეგ გაუჭირდებათ ლიდერთა ჯგუფში შესვლა.

და კიდევ, უმაღლეს ლიგაში ერთადერთი გაუმარჯვებელი გუნდი (”ზუგდიდი”) ერთადერთ დაუმარცხებელს (“სიონი”) უმასპინძლებს.

16 ოქტომბერი. 19:00

საბურთალო (თბილისი) – საპოვნელა (თერჯოლა)

მსაჯი: ჯ.ხორავა

17 ოქტომბერი. 15:00

კოლხეთი (ფოთი) – ლოკომოტივი (თბილისი)

მსაჯი: გ.დოგრაშვილი

მერანი (მარტვილი) – შუქურა (ქობულეთი)

მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი

ზუგდიდი – სიონი (ბოლნისი)

მსაჯი: გ.ყრუაშვილი

დინამო (ბათუმი) – სამტრედია

მსაჯი: გ.ვადაჭკორია

ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (თბილისი)

მსაჯი: ლ.კვარაცხელია

18 ოქტომბერი. 15:00

დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი)

მსაჯი: ლ.სილაგავა

ცხინვალი – ჩიხურა (საჩხერე)

მსაჯი: ბ.ნინუა

დინამო თბ 7 6 0 1 20 5 15 18
სიონი 7 5 2 0 11 3 8 17
სამტრედია 7 5 1 1 22 10 12 16
დილა 7 5 1 1 11 6 5 16
ცხინვალი 7 5 0 2 20 12 8 15
ჩიხურა 7 4 1 2 12 4 8 13
შუქურა 7 3 1 3 7 6 1 10
საბურთალო 7 3 1 3 8 11 -3 10
დინამო ბთ 7 2 3 2 12 7 5 9
გურია 7 2 2 3 7 8 -1 8
ტორპედო 7 2 2 3 8 10 -2 8
საპოვნელა 7 1 2 4 4 15 -11 5
ლოკომოტივი 7 1 1 5 7 11 -4 4
კოლხეთი ფ 7 1 1 5 2 11 -9 4
მერანი 7 1 0 6 5 21 -16 3
ზუგდიდი 7 0 2 5 7 23 -16 2

ბომბარდირები

8 – ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), 6 – გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (სამტრედია), 5 – გიორგი ქვილითაია (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა)

ვანო ხუციშვილი

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.236851