ჭადრაკი

1:48 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ 4 გამარჯვებით დაასრულა

ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2573) მონაკოს გრან-პრის დასკვნით ოთხ ტურში გამარჯვება იზეიმა, რისი წყალობითაც თავი 5.0 ქულას მოუყარა და 12 მონაწილეს შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

უკანასკნელ ტურში ძაგნიძე ირანელ სარასადატ ხადემალშარიეჰს (2402) თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდა და რეიტინგით გაცილებით დაბლა მდგარ მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა.

გრან-პრის გამარჯვებული უძლიერესი ჩინელი დიდოსტატი იიფან ჰოუ (2671) გახდა, რომელმაც 9.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს – მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მარია მუზიჩუკს (უკრაინა, 2528) და ინდოელ ჰამპი კონერუს (2578) ორ-ორი ქულით გაუსწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112243