აფსუს, რა დრო იყო, როდესაც მთელი სპორტული და არამხოლოდ სპორტული სამყარო ორი სპორტსმენის – რუსი მეჩოგნე ქალის, ანა კურნიკოვასა და ჰოკეისტის – პაველ ბურეს რომანის შესახებ საუბრობდა... საუბარი კი არა, ყველა იმას ცდილობდა, ამ რომანიდან რაიმე ახალი სკანდალი გამოდნო, მაგრამ ვაჰ დრონი დრონი...
ამ რამდენიმე დღის წინ, ანა კურნიკოვამ საკმოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ რუსულ ბულვარულ გამოცემას და თავისი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების დეტალებზე საუბრის დროს, რასაკვირველია არც პაველ ბურესთან ხვანცალი, კოტრიალი და სხმარტალი გამორჩენია.
ანა კურნიკოვა ამბობს, რომ თავისი წარსულიდან არაფერს ნანობს და მისთვის პაველიც გამორჩეული ადამიანი იყო. იგი ასევე იხსენებს იმ დღეებს, როდესაც ლამის მთელი მსოფლიოს პაპარაცობა კუდში დასდევდა და მისი ყოველი ნაბიჯი “ყვითელი” მედიისათვის ნამეტანავად საინტერესო იყო. ჩვენ ბოდიში...







