ფეხბურთი

18:28 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია “დუისბურგში” ისევ იტანს

სანაკრებო პაუზით კარგად სარგებლობს გერმანიის II ბუნდესლიგის ბინადარი “დუისბურგი”, რომელიც ამხანაგურ თამაშებს ატარებს. გიორგი ჭანტურიამ ოფიციალური მატჩის მერე, თავი ამჯერად სპარინგშიც გამოიჩინა. ჯინო ლეტიერის გუნდი ამჯერად რეგონალლიგის ბინადარ კიოლნის “ვიქტორიას” დაუპირისპირდა და უხვგოლიანი ფრე, 4:4 ითამაშა. იტალიელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებს მიღმა დარჩენილი ჭანტურია მეორე ტაიმი ათამაშა და გიორგიმაც ნდობა გაუმართლა. მან 65-ე წუთზე თავისი გუნდი წინ გაიყვანა (4:3), ხოლო 5 წუთით ადრე გროტეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ “ზებრები” ჭანტურიას მოედანზე გასვლამდე 0:3 აგებდნენ.

შეგახსენებთ, სამი დღის წინ, “დუისბურგი” ბუნდესლიგის შარშანდელ მესამე ადგილოსან “გლადბახს” გაეჯიბრა და იქაც ფრედ, 0:0 ითამაშა. იმ მატჩში ქართველი თავდამსმხელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114394