ჩოგბურთი

21:14 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მუგურუზა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს

Chinaopen-ის მერვედფინალში მსოფლიოს მეხუთე ჩოგბურთელმა, ესპანელმა გაბრინე მუგურუზამ ლუჩიჩ-ბარონი 1:6, 6:2, 6:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით 22 წლის მუგურუზამ წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის უფლება გაინაღდა, აღნიშნულ ინფორმაციას Wtatennis.com-ი ავრცელებს.

წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის უფლება სერენა უილიამსს, მარია შარაპოვას და სიმონა ჰალეპს აქვთ განაღდებული.

სინგაპურში წლის შემაჯამებელი ტურნირი 25 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ნოემბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171193