საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურის მატჩში “რეიმსმა” სტუმრად “ლიონთან” 0:1 წააგო. ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა სტუმართა რიგებში 90 წუთის განმავლობაში ირჯებოდა და ამჯერად მინდვრის საფარი ყვითელი ბარათის გარეშე დატოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფრანგული გუნდის რიგებში ზედიზედ ოთხ მატჩში გაფრთხილება მიიღო, ამჯერად კი სუფთად ითამაშა.
“ჯვაროსნების” მეკარე ნუკრი რევიშვილი მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ გამართულ რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩს სათადარიგოთა სკამიდან უყურა. დედაქალაქური გუნდის განაცხადში ჯანო ანანიძე არ ფიგურირებდა. ქართველ ნახევარმცველი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.
დავით ხოჭოლავა და გიორგი გადრანმა “შახტარის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეუცვლელად იასპარეზეს. დონეცკელებმა უკრაინის პირველობის მეათე ტურის შეხვედრა 2:0 მოიგეს. ოდესელები სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე 4 ქულით იმყოფებიან და არცერთი მოგება გააჩინათ.
პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მეათე ტურში “ჟილ ვისენტემ” სტუმრად “ლეიშოეშთან” 1:2 წააგო. ავთო ებრალიძემ სტუმართა რიგებში 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. გიორგი მაკარიძის “ფეირენსემ” კი “ატლეტიკოსთან” ფრედ 1:1 ითამაშა. საქართველოს ნაკრების მეკარე 90 წუთი ითამაშა.
კვიპროსის პირველი დივიზიონის მეექვსე ტურში “პაფოსი” სტუმრად “ნეა სალამისს” დაუზავდა. სტუმარტა რიგებში გია გრიგალავამ, ლევან ხმალაძემ და როინ კვასხვაძემ მატჩი ბოლო წუთამდე ჩაატარეს, ნიკოლოზ გელაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. უგოლო მატჩი გაიმართა “ომონიასა” და “აპოლონის” შორის. მასპინძლელთა რიგებში უჩა ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა.







