ფეხბურთი

12:10 | 3.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყრილობაზე ქვორუმი შედგა
რეგისტრაცია 18 დელეგატმა გაიარა, თუმცა დარბაზში ჯერჯერობით 17 დელეგატია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობაზე რეგისტრაცია 18 დელეგატმა გაიარა. შედეგად ყრილობა ლეგიტიმურია, რომ საქმიანობა დაიწყოს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიოს, თუმცა ამჟამად დარბაზში 17 დელეგატი იმყოფება და ერთი დელეგატის შესვლამდე ყრილობა ვერ დაიწყება.

სფფ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩივაძე, რომელსაც ყრილობის გაძღოლა ავალია, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ის საკონფერენციო დარბაზში იმყოფება და ყრილობის დაწყებას ელის.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა რეზო შენგელიამ დელეგატებს ყრილობის დასაწყებად დარბაზში შესვლისკენ მოუწოდა.

0.117282