ფეხბურთი

8:29 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდო – 501: სად, ვის, როდის, როგორ...

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდომ დუბლი შეასრულა შვედეთში “მალმესთან” შეხვედრისას და საკუთარი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში გატანილ გოლთა რაოდენობა 501-მდე გაზარდა. გულშემატკივარისთვის ინტერესმოკლებული ნამდვილად არ იქნება, თუკი საფეხბურთო სტატისტიკოსების მიერ მოცემულ რონალდოს გოლების “ანატომიას” გაეცნობა.

კრიშტიანუმ თავის გოლთა უმეტესი ნაწილი “რეალის” მაისურათი გამოსვლისას გაიტანა. “ბლანკოსის” შემადგენლობაში მან 308 შეხვედრა ჩაატარა და სანტიაგო ბერნაბეუელთა მოწინააღმდეგეთა მეკარეები 323-ჯერ დაამწუხრა. 6 სეზონის განმავლობაში თამაშობდა კრიშტიანუ მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” და ხნის განმავლობაში 118-ჯერ ისახელა თავი. 55-ჯერ არ გაუმართლათ პორტუგალიის ნაკრების მოწინააღმდეგეებს, როდესაც კარის მიმართულებით დამაგვირგვინებელ დარტყმას რონალდო ასრულებდა. კარიერის დასაწყისში კრიშტიანუ ლისაბონის “სპორტინგში” გამოდიოდა და თეთრ-მწვანეთა შორის თამაშისას მან 5 გოლი გაიტანა.

თავისი “მომაკვდინებელი” მარჯვენათი კრიშტიანუმ 326 გოლი გაიტანა, “ცაციათი” 90, ზუსტი თავური დარტყმით კი 83. 417 გოლი რინალდომ მეტოქის საჯარიმო მოედნის ფარგლებიდან დარტყმით გაიტანა, 84 კი მის გარეთ მყოფმა დააგვირგვინა ზუსტად შეტევა. კრიშტიანუმ 81 თერთმეტმეტრიანის რეალიზაცია მოახერხა, პირდაპირ საჯარიმო დარტყმიდან კი 45-ჯერ გაახვია ბურთი მეტოქის კარის ბადეში.

რონალდოსგან ყველაზე მეტჯერ ანდალუსიის “სევილია” დაზარალდა – სამხრეთესპანელთა გოლკიპერებს პორტუგალიელმა 21-ჯერ “გამოაცხადებინა კაპიტულაცია”. კრიშტიანუს დარტყმების შედეგად, სევილიელების შემდეგ, ყველაზე მეტად “ხეტაფეს” (18), აგრეთვე “რეალის” პრინციპულ მოწინააღმდეგეებს – კატალონიის “ბარსელონასა” და “ბლანკოსის” თანაქალაქელ “ატლეტიკოს” არ გაუმართლათ (15-15).

რონალდოს საუკეთესო ასისტენტი ფრანგი კარიმ ბენზემაა. მისი ზუსტი გადაცემების შემდეგ პორტუგალიელმა 31 გოლი გაიტანა. რონალდოს გოლების ასისტენტობაში ბენზემას შემდეგ გერმანელი მესუთ იოზილი (27 პასი) და არგენტინელი ანხელ დი მარია (22) მოდიან.

კრიშტიანუსთვის ყველაზე უხვგოლიანი 2011-12 წლების სეზონი გამოდგა, რომლის მსვლელობისას პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 69 გოლი გაიტანა.

და ბოლოს, კრიშტიანუ რონალდუმ ჯერჯერობით 753 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

ამასობაში მადრიდის “რეალმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2 ოქტომბერს კრიშტიანუ რონალდოს საკლუბო რეკორდთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ჩატარდება, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა, გუნდის სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები დაესწრებიან.

ვალენსია   0 - 1    სოსიედადი

შემადგენლობა

მოვლენები

დეპორტივო   0 - 2    რეალი

შემადგენლობა

მოვლენები

გრანადა   0 - 3    ბარსელონა

შემადგენლობა

მოვლენები

ბილბაო   3 - 1    სევილია

შემადგენლობა

მოვლენები

ატლეტიკო   2 - 0    სელტა

შემადგენლობა

მოვლენები

მალაგა   4 - 1    ლას პალმასი

შემადგენლობა

მოვლენები

ესპანიოლი   4 - 2    ეიბარი

შემადგენლობა

მოვლენები

ხიხონი   2 - 0    ვილიარეალი

შემადგენლობა

მოვლენები

რაიო   3 - 1    ლევანტე

შემადგენლობა

მოვლენები

ბეტისი   2 - 1    ხეტაფე

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.351093