daily mail-ის ინფორმაციით, ერთ დროს ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე რუმინულმა გუნდმა “ოცელულმა” კატალონიის “ბარსელონასგან” კანონიერი შენიშვნა მიიღო. “ოცელულმა” ესპანური გრანდის იდენტური ლოგო შექმნა. “ბლაუგრანას” ეს არ გამოპარვია და რუმინულ კლუბს ლოგოს შეცვლა მოსთხოვა.
“ოცელულის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიან მუნტეანუმ განაცხადა, რომ ესპანელების მოთხოვნა სამართლიანია და გუნდის ლოგო აუცილებლად შეიცვლება.
“ბარსელონა” მართაია, ჩვენი ლოგო “ბარსელონას” ლოგოს იდენტურია. ეს შეცდომა იყო, ეგზემპლიარის გაკეთება, ასე რომ ჩვენ ამას შევცვლით. მინდოდა ლოგოს განახლება, რადგან გულშემატკივრებს არ მოსწონდათ. ძველ ლოგოს დავიბრუნებთ, რომლითაც ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობდით, მოვიგეთ რუმინეთის ჩემპიონატი და სუპერ თასი.” – ციტირებს მუნტეანუს სიტყვებს დაილყ მაილ-ი.
“ოცელული” ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონში გამოდიოდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩი წააგო. გასულ სეზონში კი გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ამჟამად რუმინეთის მეორე ლიგაში ასპარეზობს.






