ფეხბურთი

15:33 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"გურიას" მეკარე ტრაგიკულად გარდაიცვალა

ლანჩხუთის "გურიას" 26 წლის მეკარე მიხეილ გოგუაძე ტრაგიკულად გარდაიცვალა. ფეხბურთელი სოფელ შუხუთში ბმვ-ს მარკის ავტომობილს მართავდა, რომელიც ნაწვიმარზე მოსრიალდა და ღობეს დაეჯახა. მიხეილი ქუთაისის სავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

1989 წლის 29 ივნისს დაბადებული მიხეილ გოგუაძე 2011 წლიდან "გურიას" ფეხბურთელი იყო, კლუბის მაისურით 34 მატჩი აქვს ჩატარებული.

worldsport.ge-ის რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

0.115437