ფეხბურთი

13:41 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტულალანი: "მარტიალის წარმატება არ მიკვირს"

"მონაკოს" ყოფილმა კაპიტანმა ჟერემი ტულალანმა ფრანგულ პრესასთან საუბარში ყოფილ თანაგუნდელ ანტონი მარტიალი შეაქო. ტულალანის თქმით ანტონის დიდი მომავალი აქვს.

"მისი წარმატებული სტარტი არ არის მოულოდნელობა. ანტონის დიდი ტალანტი აქვს და შეუძლია წარმატება სტაბილურად შეინარჩუნოს" - აღნიშნა ტულალანმა.

შეგახსენებთ მარტიალი "ლიონის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, თუმცა პირველი სერიოზული ნაბიჯები პროფესიულ ფეხბურთში "მონაკოში" თამაშისას გადადგა, მიმდინარე სეზონში კი ლუის ვან გაალის გუნდში გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118676