ფეხბურთი

23:43 | 27.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰუფნაგელის წარმატებული მატჩი

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-9 ტურში “ფრაიბურგმა” შინ 2:0 დაამარცხა “ფრანკფურტი”. ლუკას ჰუფნაგელი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. მეორე გოლისას ქართველმა მოთამაშემ საგოლე პასი შეასრულა. 72-ე წუთზე ჰუფნაგელი შეცვალეს. 18 გუნდიან ჩემპიონატს “ფრაიბურგი” 20 ქულით ლიდერობს.

დანიის სუპერლიგის მე-10 ტურში “ნორდსიელანდმა” შინ 2:0 დაამარცხა “ორჰუსი”, რომლის სასტარტო შემადგენლობაში მათე ვაწაძემ ითამაშა. 71-ე წუთზე ქართველი ფორვარდი შეცვალეს. დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე განაცხადში ვერ ვიხილეთ. 12 გუნდიან სუპერლიგაში “ორჰუსი” 13 ქულით მე-8 ადგილზეა.

ნორვეგიის ჩემპიონატში “სტაბეკმა” შინ 1:0 დაამარხა “მოლდე”. ბობ ბრედლის გუნდში გიორგი გოროზია სათადარიგო იყო. 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 50 ქულით მე-2 ადგილზეა.

პრაღულ დერბიში “სლავიამ” შინ 1:0 დაამარცხა “სპარტა”. უმცროსმა დუშან უჰრინმა ლევან ყენია სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. 24 წლის ქართველი მოთამაშე 90-ე წუთზე შეცვალეს. ჩეხეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სლავია” 14 ქულით მე-4 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგაში “ზორია” შინ “ოლექსანდრიას” დაუზავდა (1:1). 65-ე წუთიდან “ზორიასთვის” ჯაბა ლიპარტიამ ითამაშა. სტუმართა განაცხადში დავით თარგამაძე ვერ ვიხილეთ. 14 გუნდიან ლიგაში “ზორია” 16 ქულით მე-5 ადგილზეა, “ოლექსანდრია” კი 9 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

“ჩერნომორეცისა” და “ვორსკლას” მატჩი ფრედ დასრულდა (0:0). ოდესელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი გადრანი მოხვდა და შეუცვლელად ითამაშა. გადრანის თანაგუნდელი დავით ხოჭოლავა განაცხადში ვერ ვიხილეთ. “ჩერნომორეცი” 4 ქულით მე-13 ადგილზეა.

ლუცკის “ვოლინმა” სტუმრად 2:0 დაამარცხა “კარპატი”. ლვოველთათვის მურთაზ დაუშვილმა სრულად ითამაშა. გამარჯვებულთა განაცხადში სანდრო კობახიძე არ იმყოფებოდა. “ვოლინი” 17 ქულით მე-4 ადგილზეა, “კარპატი” კი 10 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

0.112664