ფეხბურთი

20:36 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ წიკლაური: “ჩელსის” ტექნიკური დირექტორის თანაშემწემ ლორიას თაობაზე მკითხა”

სამარას “კრილია სოვეტოვის” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ წიკლაურმა ინტერნეტპორტალ rsport.ru-სთან განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსიდან” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას თაობაზე დაუკავშირდნენ.

“ეს ინფორმაცია სინამდვილეს შესაბამება. მიმდინარე კვირაში “ჩელსის” ტექნიკური დირექტორის თანაშემწე დამიკავშირდა და ლორიას თაობაზე მკითხა. თუმცა, მასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები არსებობს. მას ნაკრებში მატჩების სათანადო რაოდენობა ჩაუტარებია, მაგრამ ეროვნული გუნდი ფიფას რეიტინგში საუკეთესო 70-ში არ შედისა და პრემიერლიგის რეგლამენტის თანახმად ლორია ინგლისში ვერ ითამაშებს. თუმცა, როგორც გავიგე ასეთი შესაძლებლობა მაინც არსებობს, მაგრამ “ჩელსის” საკმაოდ სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს” – თქვა წიკლაურმა.

წიკლაურს არ უპასუხია იმ შემთხვევაში თუ “ჩელსი” ლორიას სანაცვლოდ პრემიერლიგაში თანხას გადაიხდის და სამარულ კლუბს მეკარის ტრანსფერზე კონკრეტულად დაელაპარაკება, მზადაა თუ არა “კრილია სოვეტოვი” ქართველის გასაშვებად.

“ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ და მომავალში რა იქნება არ ვიცი. თქვენ მოვლენებს წინ უსწრებთ. მხოლოდ შემიძლია დავადასტურო, რომ “ჩელსის” წარმომადგენელმა ლორიას თაობაზე დამირეკა. ამჟამად, ის “კრილია სოვეტოვის” მოთამაშეა”.

ლორიამ 26 სექტემბერს “კრილიას” დუბლშემადგენლობაში ითამაშა. სამარელებმა სახლში მოსკოვის “დინამოს” დუბლებთან 1:3 წააგეს, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ქართველი მეკარე 71-ე წუთზე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123735