ფეხბურთი

1:38 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას გუნდი ლიგა 1-ის სამეულს დაუბრუნდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტური ჯაბა კანკავას “რეიმსის” გამარჯვებით დაიწყო.

მერვე ტურის გახსნით მატჩში “რეიმსმა” ნ’გოგის ერთადერთი გოლით “ლილი” დაამარცხა, 15 ქულით მესამე ადგილზე აინაცვლა და სამეულს დაუბრუნდა.

მიუხედავად მასპინძელთა გამარჯვების ბურთის ფლობის უპირატესობა “ლილის” მხარეს იყო, თუმცა საგოლე მომენტის გამოყენება ვერ მოახერხეს.

პირველ ტიმში ნ’გოგიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა მეორე ნახევარში შეცდომა გამოასწორა, გოლი კი ჯაბა კანკავას წამოწყებულ შეტევას მოჰყვა, რომელიც ბულოს პასის შემდეგ ნ’გოგიმ გოლად აქცია.

საინტერესოა, რომ ჯაბა კანკავამ ლიგა 1-ის ყველა მატჩში მიიღო ყვითელი ბარათი. გაფრთხილებების მხრივ ერთგვარი ტრადიციაც შექმნა. საფრანგეთის ჩემპიონატში ჩაატარა 4 მატჩი და მიიღო ამდენივე ყვითელი ბარათი, თუმცა გუნდისთვის სარგებლობა მოაქვს და კარგად გამოსდის შავი სამუშაოს შესრულება.

რეიმსი – ლილი 1:0 (0:0)

რეიმსი, “სტად ოგუსტ დელუნე”

რეიმსი: პლასიდე, ტრაორე, ტაკალფრედი, ვებერი, სინორინო, დე პრევილე, დევუ (ფორტესი 70), კანკავა, ონიანუ, ბულო (მფულუ 90+1 ), ნ’გოგი (სიბათჩუ 64)

მთავარი მწვრთნელი: გეგანი

ლილი: მაინანი, ბასა, სიველი, სუნზუ (გირასი 70), სიდიბე, მავუბა, ობადი, ბუტეკი, ბუფალი (კორჩია 63 ), ტალო (ნანგისი 46), ბენზია

მთავარი მწვრთნელი: რენარდი

გოლი: ნ’გოგი (56)

მთავარი მსაჯი: ბუკე

გაფრთხილება: ვებერი (12), ბულოტი (15), სიდიბე (19), კანკავა (31), ბუტეკი (33), მავუბა (39)

მე-20 წუთზე ნ’გოგიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

0.133086