ფეხბურთი

12:44 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი ლიდერის პირისპირ

დღეს და ხვალ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართება. უდაოდ გამორჩეული შეხვედრა კი გორში შედგება, სადაც მოქმედი ჩემპიონი “დილა” თბილისის “დინამოს” დაუხვდება. გუნდებს შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ ორს შეადგენს და შეიძლება ითქვას, “თენგიზ ბურჯანაძეზე” სამი კი არა, ექვსი ქულა თამაშდება. დედაქალაქელებს მიმდინარე სეზონში ჯერ ქულაც არ დაუკარგავთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გია გეგუჩაძის გუნდს შედარებით ადვილი კალენდარი ჰქონდა. თავის მხრივ, უჩა სოსიაშვილის “დილაც” კარგად გამოიყურება და 5 თამაშიდან მხოლოდ ერთი ვერ მოიგო.

ეს გუნდები ზუსტად ერთი თვის წინ საქართველოს სუპერთასზე გაეჯიბრნენ და მაშინ “დინამომ” მინიმალური სხვაობით მოიგო. ისე კი, ეროვნული ჩემპიონატის დონეზე სულ 53-ჯერ შეხვედრილან და თბილისელები უდიდეს უპირატესობას ფლობენ: 41 მოგება, 11 ფრე, 1 წაგება.

მანამდე ტური ორი მატჩით დღეს დაიწყება – ორივე შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს. ჯერ “ბენდელაზე” “საბურთალო” სატურნირო ცხრილში მეზობელ “სიონს” დაუხვდება. აღსანიშნავია, რომ ბოლნისელებს ჯერ თამაშიც არ წაუგიათ. ხოლო ტურის მეორე შეხვედრაში “ლოკომოტივი” ქობულეთის “შუქურასთან” გაარკვევს ურთიერთობას.

რაც შეეხება მეექვსე ტურის დანარჩენ მატჩებს, ისინი შაბათს გაიმართება.

25 სექტემბერი

“საბურთალო” – “სიონი”

თბილისი, “ბენდელა”, 16:00 საათი

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

“ლოკომოტივი” – “შუქურა”

თბილისი, “მიხეილ მესხი”, 18:00 საათი

მსაჯი: ჯ. ხორავა

26 სექტემბერი

“ტორპედო” – “ცხინვალი”

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”, 18:00 საათი

დისკვალიფიცირებული: ოთარ კვერნაძე (“ტორპედო”)

მსაჯი: გ. ელიკაშვილი

“დინამო” (ბათუმი) – “ჩიხურა”

ქობულეთი, “ჩელე არენა”, 16:00 საათი

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

“დილა” – “დინამო” (თბილისი)

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 16:00 საათი

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

“მერანი” – “გურია”

მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა”, 16:00 საათი

დისკვალიფიცირებული: ლევან კუტალია (“მერანი”)

მსაჯი: გ. დოგრაშვილი

“ზუგდიდი” – “სამტრედია”

ზუგდიდი, “ბაიას ბაზა”, 16:00 საათი

დისკვალიფიცირებული: დავით მთივლიშვილი (“სამტრედია”)

მსაჯი: ლ. სილაგავა

“კოლხეთი” – “საპოვნელა”

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 16:00 საათი

დისკვალიფიცირებული: გიორგი კილასონია (“კოლხეთი”)

მსაჯი: ს. გაგნიძე

0.115422