ფეხბურთი

15:56 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” საფეხბურთო სკოლა აღდგა

როგორც საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” პრესსამსახური იუწყება, ქუთაისური კლუბის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა აღდგა. კლუბის ხელმძღვანელ ზურაბ ჩაკვეტაძის ძალისხმევით ხელშეკრულბები გაფორმდა მწვრთნელებთან, რომლებიც მანამდე სხვადასხვა საფეხბურთო სკოლებში მუშაობდნენ.

ქუთაისის “ტორპედოს” სკოლის დირექტორი იქნება მურად ქუთათელაძე, ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხებზე დავით გიორგაძე იზრუნებს, ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მთავარ მწვრთნელად კი დავით ჯანაშია იმუშავებს.

საფეხბურთო სკოლის მწვრთნელები იქნებიან: ალექსანდრე კვერნაძე (სასწავლო ნაწილი), მიხეილ კვერნაძე, ვალერიან მუშკუდიანი, კახაბერ ლიპარტელიანი და რაულ ჩიხლაძე.

თეგები\"ტორპედო\"
0.11222