ფეხბურთი

11:55 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანიოლი: “მარტიალი სუპერტალანტია”

“ბორდოს” მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა France Football-თვის მიცემულ ინტერვიუში “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე ანტონი მარტიალის შესახებ ისაუბრა.

“მარტიალს ტიერი ანრის შევადარებდი. ანტონი სუპერტალანტია. მას სისწრაფისა და ფიზიკური მომზადების ხარჯზე შეუძლია მოწინააღმდეგის მცველების დაჩაგვრა”, – აღნიშნა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნისას ვილი სანიოლმა 17 წლის მარტიალი ფრანგთა 21-წლამდელებში იხმო.

“მანჩესტერ იუნაიტედში” გადასულმა მარტიალიმ პრემიერლიგის 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.114998