ფეხბურთი

22:21 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” ქულათა მაქსიმუმი

”დინამო თბილისმა” უმაღლესი ლიგის მორიგი მატჩი მოიგო, “ზუგდიდთან” მატჩის შემდეგ გეგუჩაძის გუნდი სეზონს კვლავ უდანაკარგოდ აგრძელებს. “დინამო არენაზე” გამართული თამაში მასპინძელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, შესაბამისად ლოგიკურია ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში, თუმცა მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი გუნდის ხარვეზებზე საუბრით დაიწყო, რაც ალბათ იმასაც ნიშნავს, რომ “დინამოს” ამბიცია ქართულ კლუბებთან გამარჯვებით არ უნდა შემოიფარგლოს.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა გოლი გიორგი გველესიანმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა კიტეიშვილის კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და ანგარიში გახსნა.

პირველ ტაიმში “დინამოს” ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი, ყველაზე რეალური კი ლაშა პარუნაშვილის დარტყმა იყო, რომელიც სტუმართა კარის ძელს მოხვდა.

სასურველ ფორმაში შედის გიორგი ქვილითაია, ტანმაღალმა ფორვარდმა 6 წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა. 56-ე წუთზე ქვილითაიამ გიორგი თევზაძის პასი გამოიყენა. რამდენიმე წუთში იაშვილისა და ჭანტურიშვილის აქტიურობას ქვილითაიას მეორე გოლი მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ იაშვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდის თამაშში და შეტევების მთავარი ორგანიზატორია. ცალკე სათქმელია მისი პასები, რომელთა შესრულება მხოლოდ მაღალი დონის მოთამაშეს შეუძლია. 37 წლის ფეხბურთელის გუნდში მოყვანა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, რაც “დინამოს” ყოველ თამაშში მტკიცდება.

71-ე წუთზე ზუგდიდელთა შეტევა ჭელიძის შეცდომითა და ცოტნე სამუშიას გოლით დასრულდა. ჭელიძე ვარდნაში ცდილობდა იერიშის განმუხტვას, თუმცა ბურთი ბეგაშვილის კარში აღმოჩნდა.

დარჩენილ დროში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და “დინამომ” დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა.

“დინამოს” ეტყობა მწვრთნელის ხელი, გუნდი გააზრებულ, შინაარსიან ფეხბურთს თამაშობს. რაც შეეხება “ზუგდიდს”, შეტევით ფაზაში მოვიკოჭლებდით და ამ მხრივ ბევრი გვაქვს სამუშაო” – აღნიშნა შეროზიამ.

“გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა ვხედავ ხარვეზებს. მთავარი პრობლემაა ის, რომ ნაადრევად ვანებებთ თამაშს თავს. “დინამოს” მეტი პოტენციალი აქვს. რაც შეეხება მეტოქე გუნდს, მათ პერსპექტიული მოთამაშეები ჰყავთ და წარმატებებს ვუსურვებ” – გია გეგუჩაძე.

დინამო – ზუგდიდი 3:1 (1:0)

თბილისი, “დინამო არენა”, 200 მაყურებელი

დინამო: ბეგაშვილი, ჭელიძე, გველესიანი, კაკაბაძე, თევზაძე, პარუნაშვილი, ცინცაძე (ჯიღაური 65), კიტეიშვილი (იაშვილი 56), არაბული (ჯანელიძე 61), ჭანტურიშვილი, ქვილითაია

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ზუგდიდი: ჯომიდავა, თიბილაშვილი (ნარმანია 67), გავაშელიშვილი, ზ. მალანია, ჯავაშვილი, ქანთარია, ტყემალაძე (ს. მალანია 63), ქირია (თუთბერიძე 57), წყაროზია, ც.სამუშია, ბულია

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გოლები: 1:0 გველესიანი (18), 2:0, 3:0 ქვილითაია (56, 62) 3:1 ცოტნე სამუშია (71)

მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

გაფრთხილება: ჯანელიძე (73), ჭანტურიშვილი (78), ბულია (85)

https://www.youtube.com/watch?v=17s1zWUO9k8

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.261777