ფეხბურთი

11:47 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

V ტურის წინ: “დინამო” ისევ 4 გოლს გაიტანს?

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის უკლებლივ რვავე მატჩი დღეს გაიმართება. ლიდერი თბილისის “დინამო” შინ აუტსაიდერ “ზუგდიდს” უმასპინძლებს. საინტერესო მატჩია “მიხეილ მესხის” სათადარიგოზეც, სადაც “ცხინვალი” ბათუმის “დინამოს” დაუხვდება.

“შუქურა” - “საპოვნელა”

ქობულეთი, “ჩელე არენა”, 16:00 საათი

სეზონის სტარტი არც “შუქურას” გამოსვლია კარგი და არც “საპოვნელას. ეს იმერელთაგან დიდად გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ჩემპიონატის დებიუტანტები არიან, მაგრამ ქობულეთლებს ალბათ, უკეთესი დასაწყისი სურდათ. წინა ტურში “საპოვნელამ” უამღლეს ლიგაში საერთოდ პირველი ქულა მოიპოვა, როცა საკუთარ მოედანზე “სიონს” დაუზავდა (0:0), ხოლო აჭარულმა გუნდმა “კოლხეთთან” წააგო (0:1).

დისკვალიფიცირებული: თორნიკე თარხნიშვილი (“შუქურა”)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

“სიონი” – “ლოკომოტივი”

ბოლნისი, “თამაზ სტეფანია”, 16:00 საათი

“სიონი” ჯერ კიდევ წაუგებელია. ვარლამ კილასონიას გუნდის 8 ქულა აქვს და ბევრი მათგან ასეთ დასაწყისს არც მოელოდა, თუმცა ფაქტია. ახალგაზრდულმა “ლოკომოტივმა” კი როგორც იქნა, წინა ტურში პირველი სამი ქულა მოიპოვა. “რკინიგზელებმა” ლანჩხუთის “გურიას” ადვილად აჯობეს და ახლა, ბოლნისში კარგ ხასითაზე და გაცილებით თავდაჯერებულები იქნებია.

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

“გურია” – “საბურთალო”

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 16:00 საათი

თბილისის “საბურთალო” დებიუტანტია, თუმცა ამისდა მიუხედავად, მშვენივრად თამაშობს. თავად განსაჯეთ, გია ჭიაბრიშვილის გუნდს ოთხ ტურში სამი გამარჯვება აქვს და მესამე ადგილზეა. ამჯერად დედაქალაქელთა მეტოქე “გურია” იქნება, რომელსაც ისინი ლანჩხუთში ეწვევიან. გურულებს ჯერ მხოლოდ 4 ქულა აქვთ. თუმცა ამ გუნდისგან წლეულს მხოლოდ ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ელიან და უკეთესი სტარტი რომ არ აქვთ, დიდად გასაკვირი არაა.

მსაჯი: ბ. ნინუა

“ჩიხურა” – “დილა”

ივანწმინდა, “ცენტრალური”

სატურნირო ცხრილს თუ ჩავხედავთ, ტურის მთავარი მატჩი ივანწმინდაშია. მოქმედი ჩემპიონი გორის “დილა” 10 ქულით მეოე პოზიციაზეა და მის დღევანდელ მეტოქეს მხოლოდ კინკილა ქულით სჯაბნის. საერთოდ, გორელთაგან ასეთი თამაში გასაკვირი არაა, რადგან ისინი ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ მაძიებლად მიიჩნევიან, ხოლო სოსო ფრუიძის გუნდისგან ასეთი კარგი თამაში ცოტა გასაკვირია. “ჩიხურა” წლეულს ერთადერთხელ დამარცხდა (“საბურთალოსთან” 0:1).

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

“ცხინვალი” – “დინამო” (ბათუმი)

ბათუმის “დინამო” “ცხინვალს” გაეჯიბრება და სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. ამის გაკეთება კი ზღვისპირელთათვის დღეს ადვილი არ უნდა იყოს. კახა კაჭარავას გუნდი ბრძოლის უნარიანობით ნამდვილად გამოირჩევა. თანაც წინა ტურში მარცხისთვის ახლა რეაბილიტირებას ეცდება. ბათუმელებს კი უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ არ წაუგიათ.

მსაჯი: ლ. კვარაცხელია

“სამტრედია” – ”მერანი”

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”, 16:00 საათი

“სამტრედია” წინა ტურში პირველად დამარცხდა. “საბურთალოსთან” იმერლებს ისეთი თამაში ჰქონდათ, თავისუფლად შეიძლებოდა უქულოდ არ დარჩენილიყვნენ, თუმცა... აი, მათი მეტოქე მარტვილის “მერანი” იქნება. გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ უქულოდაა და ამ მხრივ უმაღლეს ლიგაში ერთადერთია. წესით მეგრელებს სამტრედიაშიც უნდა გაუძნელდეთ, რადგან იქ თამაში ადვილი არავისთვისაა.

დისკვალიფიცირებული: დავით მთივლიშვილი (“სამტრედია”)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

“დინამო” (თბილისი) – “ზუგდიდი”

თბილისი, “დინამო არენა”, 18:00 საათი

ჩემიონატს ერთპიროვნულად და უდანაკარგოდ ლიდერობს თბილისის “დინამო”. გია გეგუჩაძის გუნდი მიჯრით მეხუთე თამაშის მოგებას “ზუგდიდის” წინააღმდეგ ეცდება, რომელსაც ჯერ მხოლოდ ერთი ქულა დაუგროვებია. ისე, საინტერესოა გაიტანს თუ არა “დინამო” ამ მატჩში 4 გოლს... საქმე ისაა, რომ აქამდე გამართულ ოთხივე ტურის შეხვედრაში დინამოელებმა ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს.

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

“ტორპედო” – “კოლხეთი”

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”, 18:00 საათი

“ტორპედოს” პირველი ტურის შემდეგ აღარ მოუგია. ბოლო სამ ტურში გიორგი დარასელიას შეგირდები მხოლოდ 2 ქულას გამორჩნენ და ახლა ფოთის “კოლხეთთან” მატჩში აუცილებლად სამი ქულის მოპოვებას გეგმავენ. სახარბიელოდ სეზონი არც “კოლხეთს” დაუწყია. ყოველშემთხვევაში ფაქტია, რომ ფოთელთა აქტივში საწყის ოთხ ტურში დაგროვილი სამი ქულაა.

მსაჯი: ლ. სილაგავა

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.459646