ფეხბურთი

10:07 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” ისევ სრული სვლით

ბუნდესლიგის მეხუთე ტურში “ბაირნმა” დიდი ანგარიშით მოიგო, სტუმრად 3:0 სძლია დებიუტანტ “დარმშტადტს” და ქულათა მაქსიმუმით (15) ლიდერობს. გოლები ამჯერად იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, რომლებსაც ნაკლებად გააქვთ: ვიდალმა, კომანმა და როდემ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიდალისა და კომანის გოლები (ახალწვეულები არიან).

“მოხარული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ბუნდესლიგაშიც მოვიგეთ, რაც საერთოდ არცთუ იოლია. მეტოქეს სტანდარტულები ბევრჯერ არ შეუსრულებია, რითაც კოზირი მოვუსპეთ. ახალბედებით კმაყოფილი ვარ, ჯოშუა კიმიხმა და სებასტიან როდემაც მშვენივრად ითამაშეს. როდეს ახალი არ ეთქმის, მაგრამ ამ სეზონში ხშირად არ უწევდა თამაში, დღეს კი გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. რა თქმა უნდა, გამიხარდა ხავი მარტინესის დაბრუნება, რომელიც ძალიან მაკლდა გუნდში” – თქვა პეპ გვარდიოლამ.

“ვოლფსბურგმა” ზედიზედ მეოთხედ შეინახა კარი მშრალად. “მგლებმა” ბოლოს გატეხეს “ჰერტას” წინააღმდეგობა, ორივე გოლი ჰოლანდიელმა ბას დოსტმა გაიტანა. ისე, “ჰერტას” წამყვანი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი აკლდა.

ზედიზედ მეხუთედ წააგო “გლადბახმა” და კვლავაც უქულოდაა, რაც უკვე ძალიან საგანგაშოა ამ გუნდისთვის. ამჯერად კიოლნში 0:1 დამარცხდნენ.

გამოსარჩევი იყო “ინგოლშტადტის” 1:0 გამარჯვება ბრემენში, თანაც, ბოლო წუთზე. როჯერმა მოიპოვა თერთმეტმეტრიანი და ჰარტმანმა ზუსტად დაარტყა. “ინგოლშტადტს” უკვე 10 ქულა აქვს. რაც დებიუტანტისთვის მშვენიერი შედეგია.

დარმშტადტი-ბაიერნი 0:3 (0;1)

დარმშტადტი: მატეინია, კალდიროლა, გარიქსი, ჰოლანდი, ზულუ, გონდორფი, კელერი, კემპე, ნიმაიერი (როზენტალი 70), რაუში (ვრანჩიჩი 77), სტროჰ-ენგელი (ვაგნერი 60)

მწვრთნელი: დირკ შუსტერი

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი (ალონსო 72), ალაბა, ბერნატი, კიმიხი, როდე, ვიდალი (ხავი მარტინესი 66), გიოტცე, კომანი, დუგლას კოშტა (მიულერი 69)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0;1 ვიდალი (20), 0:2 კომანი (62), 0:3 როდე (63)

გაფრთხილება: ვაგნერი (73), ზულუ (78), ხავი მარტინესი (80)

მსაჯი: ცვაიერი

ბურთის ფლობა: 24-76, დარტყმა: 5 (2) – 18 (6), კუთხური: 1-5, თამაშგარე: 7-2, სეივი: 3-2, ჯარიმა: 10-8

კიოლნი-გლადბახი 1:0 (0:0)

კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, სორენსენი, ჰაინცი, ჰექტორი, ბიტენკური (გერჰარდტი 77), ლემანი, რისე, მოდესტე, ოსაკო (ცოლერი 88), ფიოგტი (იოჟიჩი 46)

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

გლადბახი: ზომერი, ბრაიერსი, კრისტენსენი, ვენდტი, იანჩკე, ჯაკა, დაუდი (ჰრგოტა 77), აზარი (ჰანი 70), ტრაორე (შულცი 70), დრმიჩი, რაფალი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლი: 1:0 მოდესტე (64)

გაფრთხილება: ჯაკა (22), აზარი (70), ვენდტი (78)

მსაჯი: ბრიხი

ბურთის ფლობა: 50-50, დარტყმა: 11 (5) – 8 (2), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 10-15

ჰამბურგი-აინტრახტი 0:0

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრჟოლეკი, ჰოლტბი, ჰანტი, კაჩაარი, ილიჩევიჩი (ოლიჩი 77), ნიკო მიულერი (გრეგორიცი 68), ლასოგა (შიპლოკი 87)

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

აინტრახტი: ჰრადეცკი, აბრაჰამი, იგნიოვსკი, ოცზიპკა, რუში, ჰასებე (მედოევიჩი 90), შტენდერა (ფლუმი 88), კასტაინოსი (აიგნერი 84), რაინარტცი, სეფეროვიჩი, მაიერი

მწვრთნელი: არმინ ფე

გაფრთხილება: ჰასებე (9), სეფეროვიჩი (66), რუში (67), ოცზიპლა (77)

მსაჯი: შტარკი

ბურთის ფლობა: 50-50, დარტყმა: 11 (2) – 7 (4), კუთხური: 5-11, თამაშგარე: 4-5, სეივი: 4-2, ჯარიმა: 11-16

ვერდერი-ინგოლშტადტი 0:1 (0:0)

ვერდერი: ვიდვალდი, ალესანდრე გარსია (პიზარო 46), სანტიაგო გარსია, ლუკიმია, გაბრე სელასი, ვესტერგარდი, ბარგფრდე, ბარტელსი, ფრიტცი (ფელიქს კროოსი 73), უჯა, იოჰანსონი (ოზთუნალი 80)

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

ინგოლშტადტი: ოზქანი, ჰუბნერი, ლეველსი, მატიპი, სუტნერი, გროსი, მორალესი, როჯერი, ჰინტერსერი (ჰარტმანი 67), ლეკი (კაჩუნგა 88), ლექსი (ბრეგრი 90+1)

მწვრთნელი: რალფ ჰაზნჰიუტლი

გოლი: 0:1 ჰარტმანი (90+2)

გაფრთხილება: ჰუბნერი (27), გროსი (28), სუტნერი (40), გაბრე სელასი (56), ლუკიმია(66), მორალესი (82), პიზარო (86)

გაძევება: ბარგფრედე (90+2)

მსაჯი: დანკერტი

ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 13 (4) – 13 (4), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 24-18

ვოლფსბურგი-ჰერტა 2:0 (0:0)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრაში, შაფერი, ნალდო, დანტე, კალიჯური, დრაქსლერი, გილავოგი, ბნდტნერი (დოსტი 71), მაქს კრუზე (იუნგი 83), შიურლე (არნოლდი 60)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ჰერტა: კრაფტი (იარშტეინი 46), ლანგკამპი (შტარკი 43), ლუსტნბერგერი, სიგერჩი (ვან დერ ბერგი 75), პლატენჰარდტი, დარიდა, შტოკერი, ვაიზერი, შკელბრედი, ჰარაგუჩი, იბიშევიჩი

მწვრთნელი: პალ დარდაი

გოლები: 1:0, 2:0 დოსტი (76, 88 პენ)

გაფრთხილება: პლატენჰარდტი (19), დრაქსლერი ^^), ლუსტენბერგერი **)

მსაჯი: პერლი

ბურთის ფლობა: 54-46, დარტყმა: 14 (4) – 9 (4), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 0-2, სეივი: 4-2, ჯარიმა: 16-8

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115287