ფეხბურთი

1:37 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მაინცმა” მალით მოიგო

“მაინცის” 23 წლის ნახევარმცველმა იუნუს მალიმ პროფესიულ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მაინცელები აგებდნენ “ჰოფენჰაიმთან”, მაგრამ მალიმ მალევე გაათანაბრა, მეორე ტაიმის შუაში კი ორი გოლი კიდევ დამაატა და 3:1. ცნობისთვის, მალი თურქია, მაგრამ გერმანიაშია დაბადებული და გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.

მიმდინარე ბუნდესლიგაში ეს მეორე ჰეთ-თრიქია. პირველი “აინტრახტის” ფორვარდმა ალექსანდრ მეიერმა შეასრულა “კიოლნთან” 6:2 მოგებულ შეხვედრაში. მაინცელებს რა უჭირთ, მესამე ადგილზე არიან (სანამ ეს ტური დამთავრდება), ხოლო “ჰოფენჰაიმს” ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აქვს აღებული და ეს საგანგაშო უნდა იყოს მათთვის.

მაინცი-ჰოფენჰაიმი 3:1 (1:1)

მაინცი: კარიუსი, ბელი, გროზინსკი, ბიუნგერტი, ბენგსტონი, ბაუმგარტლინგერი, დე ბლაზისი (პარკერი 90), კლემენსი, მალი (სერდარი 88), მორიტცი, მუტო (ნიდერლეხნერი 76)

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ზიულე, კადერაბეკი, შარი (ბისაკჩიჩი 46), კიმი (უტი 76), პოლანსკი, რუდი, შმიდი, შვეგლერი (კურანი 76), ვარგასი, ფოლანდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 0:1 შმიდი (13), 1:1, 2:1, 3;1 მალი (18, 61, 68)

გაფრთხილება: შარი (41), ბისაკჩიჩი (49), ნიდერლიხნერი (90)

მსაჯი: შიბერტი

ბურთის ფლობა: 54-46, დარტყმა: 12 (4)-13 (4), კუთხური: 6-8, თამაშგარ: 3-1, სეივი: 3-1, ჯარიმა: 13-13

თეგებიბუნდესლიგა
0.118606