სხვა

14:41 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლისის იპოდრომზე ცხენოსნობაში მსოფლიო თასის ეტაპი დაიწყო (+VIDEO)

18 სექტემბერს საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის ორგანიზებით ლისის ტბაზე მდებარე იპოდრომზე დაიწყო მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ცხენოსნობაში კავკასიის ლიგა "ვი თი ბის" თასზე.

მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და აზერბაიჯანის 12 მხედარი იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის თაზე მონაწილე წარმატებული მხედრები ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებს გამოიმუშავებენ. მსოფლიოს თასის ეტაპი ცხენოსნობაში თბილისში წელს უკვე მეორედ ტარდება.

19 სექტემბერს შეჯიბრი 12:00 საათზე დაიწყება, 20 სექტემბერს კი ფინალური გამოსვლები 13:00 საათიდან შედგება. კავკასიის ლიგის ორგანიზატორები არიან ცხენოსნობის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მხარდამჭერია "ვი თი ბი" ბანკი.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159973