თამაშგარე

10:47 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პატრიციას ცრემლთა ფრქვევა

გუშინ, როდესაც ლისაბონის “სპორტინგი” რუსებთან სამარცხვინოდ აგებდა, რასაკვირველია ამ კლუბის მრავალრიცხოვანი ფანობა მთელს პორტუგალიაში და არამხოლოდ პორტუგალიაში სწუხდა და დარდობდა, მაგრამ გამორჩევით ცრემლთა ფრქვევა მაინც “სპორტინგის” თილისმად სახელდებულ პორტუგალიელ მოდელს, პატრიცია კარდოსოს ექნებოდა.

პატრიცია სულ ცოტა ხნის წინ, პორტუგალიელმა ქომაგებმა ერთხმად დაასახელეს ლისაბონური კლუბის ჭეშმარიტ თილისმად და უნდა ითქვას, ვინ ვინ და პატრიცია ამ წოდებას თუნდაც იმით იმსახურებს, რომ სხვა მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ფეხბურთი მხოლოდ საკუთარი პიარის საშუალებად არ წარმოუდგენია.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ბულვარულ გამოცემასთან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში პატრიცია კარდოსომ ფეხბურთის დაშხოშიანი ცოდნა გამოავლინა და მის კოხტა ბაგედან ისეთი საფეხბურთო ამბები ამოგოგმანდა, ბევრ ფსევდოგულშემატკივარს რომ არც კი გაუგია. ამ დროს კი “სპორტინგი” ასე არცხვენს და ჭრის თავს სრულიად ცივილიზებულ სამყაროს...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088103