ჭადრაკი

1:00 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნონას თასი” არუთინიანმა მოიგო

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულებული “ნონას თასის” გამარჯვებული სომეხი ტიგრან არუთინიანი (2476) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და ქართველ თორნიკე სანიკიძეს (2523) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ბოლო ტურში არუთინიანი და სანიკიძე სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ეს პარტია ყაიმით დასრულდა. 6.5 ქულით მე-3 პოზიციაზე ლუკა პაიჭაძე (2574) გავიდა, რომელმაც თეთრი ფიგურებით სომეხი ჰაიკ ვარდანიანი (2341) დაამარცხა.

“ნონას თასის” B ჯგუფის მოწინავე სამეული სრულად ქართველი მოჭადრაკეებით დაკომპლეტქდა. 7.5 ქულით პირველობა ლაშა ჭანტურიას (1797) ერგო, ასეთივე მაჩვენებლით მე-2 ადგილზე ლილე ქორიძე (1820) გავიდა, მესამე კი რევაზ ჭკუასელი იყო (1874) 7.0 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120782