ფეხბურთი

12:19 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ სიტი” პოგბას შესაძენად ემზადება

როგორც Gazzetta dello Sport იუწყება “მანჩესტერ სიტი” გეგმავს იანვარში ან სეზონის დასრულების შემდეგ პოლ პოგბას შეძენას. ინგლისური კლუბი აპირებს ტურინელებს 60 მილიონი ევრო შესთავაზოს, დამატებით, თანხის მიღებასთან ერთად, იტალიელები იაია ტურეთი გაძლიერდებიან.

შეგახსენებთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში “იუვენტუსმა” სტუმრად 2:1 დაამარცხა “მანჩესტერ სიტი”. იტალიელთაგან პირველი გოლი პოლ პოგბას ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა.

გასულ ზაფხულში არაერთხელ გავრცელდა ცნობა პოგბას “იუვენტუსიდან” წასვლის შესახებ. სახელდებოდა მადრიდის “რეალის”, “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარიანტები.

თეგებიპოლ პოგბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112678