ფეხბურთი

11:20 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნის თითი ამოუვარდა

იტალიის “რომას” მეკარეს ვოიცეხ შჩესნის თითი ამოუვარდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონასთან” პირველ მატჩში ამიტომ შეცვალეს.

პოლონელმა გოლკიპერმა “არათითი” სტუმართა ურუგვაელ ფორვარდ ლუის სუარესთან შეჯახების შემდეგ დაიზიანა და 50-ე წუთზე, მისი ადგილი მორგან დე სანქტისმა დაიკავა.

უახლოეს დღეებში შჩესნის რომაული კლუბის ექიმები დააკვირდებიან და ამის მერე, პოლონელის მოედანზე დაბრუნების თარიღს გამოაცხადებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119533