ჭადრაკი

22:53 | 16.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ვინაობა დასკვნით ტურში გაირკვევა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე “ნონას თასის” A ჯგუფში 8 ტური მიიილია, წინ კი 2 მონაწილე გაიჭრა. დამატებითი მაჩვენებლებით, პირველ ადგილზე სომეხი ტიგრან არუტინიანია (2476), მეორეზე კი – ქართველი თორნიკე სანიკიძე (2523).

გასულ ტურში სანიკიძემ შავი ფიგურებით სომეხი ჰოვიკ აირაპეტიანი (2467) დაამარცხა, არუტინიანმა კი – ქართველი სოფიკო ხუხაშვილი (2330).

ამ უკანასკნელს 5.5 ქულა შერჩა და იმ ათ მოჭადრაკეს შორის იმყოფება, რომლებიც მდევართა როლში არიან.

ასევე 5.5 ქულა აქვთ ლუკა პაიჭაძეს (2574), დავით მაღალაშვილს (2512), ნინო ხურციძეს (2425), მერი არაბიძეს (2403) და დავით ლომსაძეს (2321).

დასკვნით მე-9 ტურში სანიკიძე არუტინიანს თეთრებით ეთამაშება და ტურნირის ჩემპიონის ვინაობაც ამ პარტიაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132735