არგენტინელი მოდელი, ბელენ როდრიგესი, რომელმაც სახელი ცნობილ ფეხბურთელებთან სარეცელში ბორგვით გაითქვა, თურმე ძალიან დაამწუხრა იმ ფაქტმა, რომ ლეო მესი მისი ყაიდის ქალებისადმი გულგრილია და ვერ გაუგია რატომ უნდა თქვას ახალგაზრდა კაცმა უარი თუნდაც ერთღამიან სატრფიალო ქარიშხლებზე.
ბელენ როდრიგესისი აზრით, ლეო მესი ზედმეტად მორალისტური ადამიანია და ცოლის ერთგულებისადმი ღალატი სულაც არ იქნება, თუკი ლეო დაჰყვება უამრავი კეკლუცი ასულის სურვილსა და ოცნებას და მათთან თუნდაც ერთ ღამეს გაატარებს, რადგან სწორედ ასე იქცევა ცნობილ ფებხბურთელთა დიდი ნაწილი.
ასეთი თამამი განცხადების მიუხედავად, ბელენ როდრიგესი იმასაც დასძენს, რომ მას სულაც არ ალაპარაკებს პირადი ვნებები და სურვილები და ბელენისათვის ლეო მესი როგორც მამაკაცი არც ისე საინტერესოა. აბა მაშ დავიჯეროთ, რომ ამოდენა სექს-სკანდალისტ ქალს მხოლოდ კოლეგებისადმი სოლიდარობა და მათზე ზრუნვის სურვილი ალაპარაკებს? მეტი არაა ჩემი მტერი...







