ფეხბურთი

19:21 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა კვარაცხელია: „ეს არის დაღმასკომი!“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა და ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა:

სფფ-მ წარმოგვიდგინა წერილი უეფადან, რაც იმასვე ამბობს, რასაც მე ამდენი ხანია ფაქტებით ვადასტურებ : სფფ-მ დაიცვას თავისი წესდება და რეგლამენტი, სახელმწიფო კი არ ჩაერიოს არჩევნებში და თუ არსებობს ასეთ პრეცენდენტი- მიმართონ უეფას. აქვე წარმოგიდგენთ ჩემს წერილს რომელიც მე საპასუხოდ გავუგზავნე უეფას და წვრილად აღვწერე ყველა ის დარღვევა რასაც ფედერაცია ჩადის და აცამტვერებს საკუთარ წესდებას, რის დაცვასაც უეფა სთხოვს! ასევე დაწვრილებით მივწერე უეფას სფფ-ს ეთიკის კოდექსის მრავალმხრივი დარღვევა, როცა 10 დელეგატი ხელფასს იღებს ფეხბურთის ფედერაციაში:

იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია - ოთარ კორღალიძე

გურიის ფეხბურთის ფედერაცია - გოჩა ტყებუჩავა

ფეხბურთის მუშათა პროფკავშირი - ნიკოლოზ ჩხეიძე

ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი - ვაჟა ჟვანია

ქალთა ფეხბურთის ასოციაცია - ნინო სორდია

ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა - გერმანე გობეჯიშვილი

მსაჯთა და დამკვირებელთა კავშირი - მერაბ მალაღურაძე

ბიჩ-სოკერის ასოციაცია - გიორგი ხაჩიძე

ეზოს ფეხბურთის ასოციაცია - ირაკლი ნაკაიძე

საფეხბურთო სკოლების ასოციაცია - არჩილ არველაძე

აი, რა წერია კოდექსში, ინებეთ: მუხლი 3. ძირითადი წესები:

  1. ოფიციალურმა პირებმა არ შეიძლება ბოროტად გამოიყენონ მათ პოზიცია და ფუნქცია, არ უნდა ისარგებლონ განსაკუთრებელი სარგებლით მათი კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

მუხლი 5. ინტერესთა კონფლიქტი:

  1. დანიშვნამდე ნებისმიერ თანამდებობაზე კანდიდატმა უნდა ამოწუროს ნებისმიერი პირადი ინტერესი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მომავალ საქმიანობას.

3,ოფიციალური პირი შესაძლოა ასრულებდეს გარკვეული სახის საქმიანობას, რომელიც ქმნის ინტერესთა კონფლიქტს, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ აუცილებლად საქმის კურსში უნდა იყოს ის ორგანიზაცია, რომელშიც ეს პირი მუშაობს.

წარმოგიდგენიათ- თავად რევაზ არველაძის გარდა ლამის მთელი ფედერაცია მონაწილეობს არჩევნებში!!! აღარაფერს ვამბობ ჩვენს სასიქადულო ფეხბურთელზე არჩილ არველაძეზე, რომელიც არა მარტო დიდი თანამდებობის პირია ფედერაციაში, ბატონი რევაზის ... ძმაა...მუხლი5.2. მოვალეობების შესრულებისას, ოფიციალურმა პირმა უნდა ამოწუროს ყველა სიტუაცია, რომელმაც შესაძლოა იგი ინტერესთა კონფლიქტამდე მიიყვანოს. ინტერესთა კონფლიქტი ჩნდება მაშინ, როდესაც ოფიციალურ პირს აქვს ან უჩნდება კერძო ან პირადი ინტერესი რომელიც მას დამოუკიდებელი საქმიანობის საშუალებას ართმევს. კერძო და პირადი ინტერესები გულისხმობს გარკვეული სახის უპირატესობის მიღებას ოფიციალური პირის, ან მისი ოჯახის, ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობებისათვის.

ასევე მივწერე უეფას სფფ-ს მიერ კოდექსის კიდევ უმძიმესი დარღვევა: რიგით ყრილობაზე მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნები დანიშნეს, მაშინ, როცა აი, რას ამბობს:

მუხლი 27. რიგითი ყრილობის დღის წესრიგი

  1. რიგითი ყრილობის დღის წესრიგს, სფფ- აღმასრულებელი კომიტეტისა და წევრებისაგან მიღებული შემოთავაზებების გათვალისწინებით, ადგენს სფფ- გენერალური სამდივნო. სფფ- წევრს შეუძლია რიგითი ყრილობის დღის წესრიგთან დაკავშირებული ნებისმიერ შემოთავაზება გადასცეს გენერალურ სამდივნოს წერილობით მოკლე აღწერილობით, ყრილობის თარიღამდე სულ მცირე 30 დღით ადრე;
  2. რიგითი ყრილობის დღის წესრიგი შეიცავს შემდეგ სავალდებულო საკითხებსა და დოკუმენტაციას:

) განაცხადი იმის შესახებ, რომ ყრილობა მოწვეულია სფფ- წესდების შესაბამისად;

) დღის წესრიგის დამტკიცება;

) პრეზიდენტის მოხსენება;

) სამი წევრის დანიშვნა ოქმის შესამოწმებლად;

) დამკვირვებლების დანიშვნა;

) წევრის მიღება, სტატუსის შეჩერება ან გარიცხვა;

) წინა ყრილობის ოქმის დამტკიცება;

) წინა ყრილობის შემდეგ გაწეული საქმიანობის ანგარიში;

) კონსოლიდირებული და შემოწმებული საბუღალტრო ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიშები;

) ფინანსური ანგარიშის დამტკიცება;

) ბიუჯეტის დამტკიცება;

) საწევრო გადასახადი;

) სფფ- წესდებაში, მის მარეგულირებელ დებულებებში და ყრილობის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის წინადადებებზე კენჭისყრა (თუკი ასეთი საჭიროება არსებობს);

) სფფ- წევრების და აღმასრულებელი კომიტეტის წინადადებების განხილვა (თუკი ასეთი საჭიროება არსებობს);

) დამოუკიდებელი აუდიტორის დანიშვნა;

) პიროვნების ან ორგანოს დათხოვნა (თუკი ასეთი საჭიროება არსებობს);

) პრეზიდენტის და აღმასრულებელი კომიტეტის არჩევა (თუკი ასეთი საჭიროება არსებობს);

) სფფ- წევრების და აღმასრულებელი კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სხვა საკითხების განხილვა;

ანუ, 16 პუნქტის ნაცვლად, მხოლოდ პრეზიდენტს ირჩევენ და არც ფინანსურ ანგარიშს, არც ბიუჯეტს, არც სხვა უმნიშვნელოვანეს და სავალდებულო (!!!) საკითხებს წამოაყენებენ, თითქოსდა ოჯახურ სამზარეულოში წყვეტენ ბორშჩის მომზადების საკითხებს ...

ახლა რაც შეეხება გუშინდელ სხდომას, როგორ მეგონა 25-ვე კლუბის წარმომადგენელი მოვიდოდა სხდომაზე... არავინ მოსულა! წარმოგიდგენიათ, შენი კლუბის გაწევრიანების საკითხი იხილება და არ მოდიხარ! მარტო მე ვიყავი ჩემი ოციოდე მხარდამჭერით და ჟურნალისტებით... რა უნდათ ამათ - მე ვიბრძოლო ამათ მაგიერ?? ამისთვისაც მზად ვარ, მაგრამ შე კაი კაცო, მოდი და მხარში ამომიდექი მაშინ, როცა შენი ბედი წყდება... ერთი წერილის დაწერით ვის მოუგია ომი???

პირდაპირ გეუბნებით- ეს არ არის სფფ-ს აღმასკომი, ეს არის დაღმასკომი, რომელიც ღუპავს ქართულ ფეხბურთს და სფფ-ს პრივატიზაცია განახორციელა!!!

და ბოლოს, პირობას გაძლევთ, სფფ-ს ეს ხელმძღვანელობა წააგებს არჩევნებს და თუ საოცრება მოხდა და მაინც მოიგო, მაშინ უკვე სფფ-ს წესდებით მოვიწვევთ რიგგარეშე ყრილობას, სადაც წევრებად ავირჩევთ იმ გუნდებს, რომელთაც არ აძლევენ წევრობას და მაშინ ობიექტურად გაზრდილი დელეგატთა რიცხვი გადაწყვეტს- ვინ უნდა მართოს ქართული ფეხბურთი!!!“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119784