ფეხბურთი

19:48 | 14.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია: “მანჩესტერიდან” ვან გაალის გამო წავედი”

საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” ახალწვეულმა ანხელ დი მარიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა. არგენტინელის განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გახლდათ.

“მას შემდეგ, რაც ვან გაალთან უთანხმოება მომივიდა იქ დარჩენა შეუძლებელი გახდა. ჩემი ოჯახი ინგლისში ბედნიერი არ ყოფილა, ამიტომაც წასვლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. გასულ სეზონში ბევრი არ მითამაშია, ჩემპიონთა ლიგის ყურება ტელევიზორიდან მიწევდა, რაც არ იყო ადვილი იმის ფონზე, რომ წინა წელს ეს ტურნირი მოგებული მქონდა”, - ბრძანა დი მარიამ.

ანხელ დი მარია პსჟ-ს ზაფხულში 59 მილიონი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114127