მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში საბურთაოდ ჩასული გერმანელ-თურქი ფეხბურთელი, მესუთ ოზილი თავის ცოლს დაშორდა, მესუთის ცხოვრების “ბნელი” მხარეები იმწამსვე გახდა საზოგადოების ინტერესის საგანი და მთელი ბრიტანული მედია ვითარცა მონადირე, ისე იყო ჩასაფრებული ოზილთან დაკავშირებულ ამბებზე.
“ყვითელი” პრესის მცდელობებმა სათანადო შედეგი უკვე გამოიღო და “აღმოჩენილია” ოზილის ახალი სატრფო, კეკლუცთა შორის უკეკლუცესი თურქი მოდელი, ამინ გულსე რიომელთან ერთად მესუთი ლონდონის “ბრჭყვიალა” დაწესებულებებში შეამჩნიეს და ამათაც მეტი რაღა უნდოდათ?...
ამინ გულსე რამდენიმე წლის წინ, “მის თურქეთის” წოდებასაც დაეუფლა და ამ ქალზე ოსმალეთში არაერთი ულვაშებშეღერებული თუ უულვაშო მამრი აბოდებდა, მაგრამ მესუთმა ყველას აჯობა და მიუხედავად იმისა, რომ ამინ გულსესთან მისი რომანი ჯერ არ დადასტურებულა, ეს ამბავი უკვე მთელ თურქეთს მოედო.







