ფეხბურთი

16:09 | 6.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ემპოლი” მჭედლიძეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს იტალიური “ემპოლი” ახალ კონტრაქტს უმზადებს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს. ამავე წყაროს ცნობით, ტოსკანური გუნდის ხელმძღვანელთა მიზანია მცველ ლორენცო ტონელის ახალი ხელშეკრულება 2019, ხოლო ქართველ ფორვარდს 2018 წლამდე გაუხანგრძლივონ.

25 წლის მჭედლიძე “ემპოლიში” 2007 წელს ჩაირიცხა, შემდეგ იჯარით სიცილიურ “პალერმოში” იყო, ხოლო ტოსკანას 2010 წელს დაუბრუნდა. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115607